ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიმართება
ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიმართება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციას – „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ უმასპინძლებს, რომელიც წელს ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება.

ღონისძიებას გახსნის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. ამასთან, გახსნით სესიასზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მოლდოვას, უკრაინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, მაია სანდუ, ვლადიმირ ზელენსკი და შარლ მიშელი.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართება დისკუსია თემაზე: „ახალი ტრანსატლანტიკური დღის წესრიგი და აღმოსავლეთ ევროპა“. აღნიშნულ სესიაში მონაწილეობას საერთაშორისო ექსპერტები მიიღებენ.

სესიის მსვლელობისას განხილულ იქნება ისეთი თემები, როგორიცაა ევროატლანტიკურ სივრცეში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, ტრადიციულ მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და სხვა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არსებული გლობალური პანდემიიდან გამომდინარე ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია 2020 წელს არ გაიმართა, მიმდინარე წელს იგი ჰიბრიდული ფორმატში ტარდება, 2019 წელს კი ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსების ათი წლისთავს მიეძღვნა.