მოგება დაძაბულ ბრძოლაში - ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე მეორე გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
ტოკიოში მიმდინარე სუმოს სუპერტურნირზე მე-3 საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს, სადაც ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) თავისი ბრძოლა გამართა. ქართველი სუმოისტი, რომელიც სექტემბრის ბაშოზე მე-8 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, მე-9 მაეგაშირა კოტოეკოს დაუპირისპირდა. ტოჩინოშინის მეტოქეს ამ შეხვედრამდე 2-დან 2 წაგება ჰქონდა.
ბრძოლა აქტიურად დაიწყო და მძლავრი შეჯახების შემდეგ, ორივე მათგანი ცდილობდა მავაშის ორივე ხელით აღებას. ბოლოს კოტოეკოს მცირე უპირატესობა ჰქონდა და გამარჯვების მოპოვება შეეძლო, მაგრამ ტოჩინოშინმა წონასწორობა შეინარჩუნა და იორიკირით მოიგო.
3 დღის შემდეგ გორგაძეს 2 მოგება და 1 მარცხი აქვს. ხვალ მისი მეტოქე კი მე-8 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იქნება, რომელიც კარგ ფორმაშია და მიმდინარე ბაშოზე 3-დან 3 მოგება აქვს.