მოდრიჩმა „რეალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT
მოდრიჩმა „რეალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT

„რეალის“ ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა ხელშეკრულება გაახანგრძლივა. განახლებული კონტრაქტის თანახმად, ხორვატი ლეგიონერი მადრიდში 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება, – იუწყება „სამეფო კლუბის“ ოფიციალური ვებგვერდი.

35 წლის ხორვატი მადრიდელთა რიგებში 2012 წლიდან ირიცხება.  მოდრიჩი მანამდე „ტოტენჰემსა“ და ზაგრების „დინამოში“ თამაშობდა.

„რეალის“ შემადგენლობაში ლუკა მოდრიჩმა ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ მოიგო, ხოლო ესპანეთის ჩემპიონობა ორჯერ იზეიმა.

2020/21 წლების სეზონში მოდიჩმა „რეალის“ ფორმით 49 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ექვსი გოლი და ექვსიც საგოლე გადაცემა შეასრულა.

დატოვე კომენტარი