მოჭადრაკე იუდით პოლგარმა უნგრეთის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებაზე უარი განაცხადა – „არ ვგრძნობ საკმარის ძალას, რომ ავიღო გაყოფილი ერის გაერთიანების ისტორიული პასუხისმგებლობა“
მოჭადრაკე იუდით პოლგარმა უნგრეთის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებაზე უარი განაცხადა. როგორც პოლგარმა განაცხადა, ის მადლიერია მსგავსი შეთავაზების მიღებით, თუმცა მიიჩნევს, რომ არ აქვს საკმარისი ძალა, ასეთი პასუხისმგებლობა აიღოს.
„მე არ ვგრძნობ საკმარის ძალას, რომ ავიღო გაყოფილი ერის გაერთიანების ისტორიული პასუხისმგებლობა. ამიტომ ვერ ვეთანხმები ამ თხოვნას“, – აღნიშნა იუდით პოლგარმა.
ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა იუდით პოლგარს უნგრეთის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება სთხოვა. მადიარის თქმით, უნგრეთს სჭირდება ერთიანობა, მშვიდობა და პრეზიდენტი, რომლითაც ყველა უნგრელი იამაყებს. მადიარმა აღნიშნა, რომ 49 წლის პოლგარს შეუძლია, ერის ერთიანობის სიმბოლო გახდეს.