მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მოლოდინში - 17-18 ივნისს უეფას აღმასკომი გაიმართება
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მოლოდინში - 17-18 ივნისს უეფას აღმასკომი გაიმართება

ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული ნაკრებების გადადებული შეხვედრის თარიღი, დიდი ალბათობით, ხვალ გაირკვევა.

17-18 ივნისს ონლაინ რეჟიმში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ევრო 2020-ის პლეი-ოფის და 2020-2021 წლების ევროტურნირების შესახებ იმსჯელებენ. ამავე დროს, უეფას აღმაკომის წევრები ასაკობრივი ნაკრებების ტურნირების განახლების ვარიანტებს განიხილავენ.

უეფას აღმასკომის 17 ივნისის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩანიშნულია ვიდეოკონფერენცია – თბილისის დროით 17:30 საათზე უეფას ხელმძრვანელობა თავისი წევრი ასოციაციების გენერალურ მდივნებს მოეთათბირება. შეხვედრაში მონაწილეობას სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი მიიღებს.