მხითარიანი „რომადან“ „ინტერში“ გადადის #1TVSPORT
მხითარიანი „რომადან“ „ინტერში“ გადადის #1TVSPORT

კონფერენციის ლიგის გამარჯვებული „რომა“ არ გაზრდის შეთავაზებას ჰენრიხ მხითარიანისთვის. როგორც გაზეთი Il Corriere dello Sport წერს, რომაული კლუბის ხელმძღვანელობა შეეგუა იმას, რომ სომეხი ნახევარმცველი „ინტერში“ გადავა.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ მხითარიანი მილანურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

პრესის ინფორმაციით, „ინტერმა“ მხითარიანს ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა წლიური 3.5 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასით.

2019 წლიდან მოყოლებული, მხითარიანმა „რომაში“ 116 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა.