გერმანიის ბუნდესლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში „აუგსბურგის“ წინააღმდეგ მიუნხენის „ბაიერნის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კინგსლი კომანმა ტრავმა მიიღო.
კვლევის მიხედვით, 27 წლის ფრანგი ფეხბურთელის დაზიანება სერიოზულია და ის მოედანზე მომდევნო სამი თვის განმავლობაში ვერ გავა. შედეგად, კინგსლი კომანი, საუკეთესო შემთხვევაში, სეზონის მიწურულს, მაისში დაბრუნდება.
ფრანგმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მიუნხენის „ბაიერნის“ რიგებში 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ხუთი გოლი გაიტანა.
კომანი გერმანული ფეხბურთის გრანდში 2015 წლიდან ირიცხება. 2020 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენთან“ მან ერთადერთი გოლი გაიტანა და „ბაიერნს“ მეექვსედ მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა.