კინგსლი კომანი ევრო 2024-ს გამოტოვებს #1TVSPORT
კინგსლი კომანი ევრო 2024-ს გამოტოვებს #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნისა“ და საფრანგეთის ნაკრების გარემარბი კინგსლი კომანი ევრო 2024-ს გამოტოვებს, – იტყობინება გაზეთი L’Equipe.

27 წლის ფეხბურთელმა მუხლის დაზიანება ბუნდესლიგის 29-ე ტურის მატჩში მიიღო „კიოლნის“ წინააღმდეგ.

წყაროს ცნობით, ძალიან შემცირდა იმის შანსი, რომ კომანი მოასწრებს ევრო 2024-ისთვის გამოჯანმრთელებას. ამას თავად ფრანგი მოთამაშე აღიარებს.

მიმდინარე სეზონში კომანმა 27 მატჩი ჩაატარა „ბაიერნის“ შემადგენლობაში, ხუთი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.