მიუნხენის „ბაიერნის“ დირექტორი - მანუელ ნოიერთან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკება დადებითად მიმდინარეობს #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნის“ დირექტორი - მანუელ ნოიერთან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკება დადებითად მიმდინარეობს #1TVSPORT

მანუელ ნოიერთან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკება დადებითად მიმდინარეობს, – ამის შესახებ მიუნხენის „ბაიერნის“ დირექტორმა, მაქს ებერლმა განაცხადა.

როგორც ებერლი ამბობს, ორივე მხარე ახალი ხელშეკრულების დადებით ბედნიერი იქნება.

„ამჟამად უკანასკნელ დეტალებთან დაკავშირებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებს. ვფიქრობ, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ორივე მხარე შეთანხმებით ბედნიერი იქნება, თუმცა ახლა ვერ გეტყვით, როდის დასრულება პროცესი“, – განაცხადა ებერლმა.

38 წლის გერმანელ მეკარეს „ბაიერნთან“ მოქმედი ხელშეკრულება 2025 წლის 30 ივნისს ეწურება. სავარაუდოდ, მისი ახალი კონტრაქტი გათვლილი 2026 წლის ივნისამდე იქნება.

მანუელ ნოიერმა მიუნხენელთა რიგებში 11-ჯერ – გერმანიის ჩემპიონატი, ხოლო ორჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.