მიუნხენის „ბაიერნი“ და მანუელ ნოიერი ახალი კონტრაქტის დეტალებზე აქტიურად მუშაობენ #1TVSPORT
მანუელ ნოიერს მიუნხენის „ბაიერნში“ დარჩენა სურს და მზადაა, კლუბთან თანამშრომლობა გააგრძელოს. აღნიშნულ საკითხზე მხარეები აქტიურად მუშაობენ, – ინფორმაციას გერმანული გამოცემა „ბილდი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ნოიერის აგენტი კლუბის საწვრთნელ ბაზას ესტუმრა და ხელმძღვანელობას შეხვდა. საბოლოო შეთანხმება ჯერ არ გაფორმებულა, თუმცა ფინანსურ პირობებსა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე მოლაპარაკება გაიმართა.
სავარაუდოდ, კონტრაქტი ერთი წლით გახანგრძლივდება და 40 წლის ნოიერი „ბაიერნის“ რიგებში 2027 წლის 30 ივნისის ჩათვლით დარჩება.
დიდი ალბათობით, ნოიერი კვლავ „ბაიერნის“ პირველი მეკარე იქნება, ხოლო მეორე გოლკიპერს, იონას ურბიგს მეტი სათამაშო დრო მიეცემა და გამოცდილი კარის დარაჯი მას მენტორობას გაუწევს.