მირდატ ქამადაძე - ლევან ვარშალომიძემ გუშინ სპეცოპერაცია ჩაატარა და მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოიყვანა, გეგმავს მეორე, მესამე სააკაშვილის შემოყვანას
მირდატ ქამადაძე - ლევან ვარშალომიძემ გუშინ სპეცოპერაცია ჩაატარა და მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოიყვანა, გეგმავს მეორე, მესამე სააკაშვილის შემოყვანას

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საარჩევნო შტაბში ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხეს, რომლის თანახმად, ლევან ვარშალომიძე სახმელეთო საზღვართან მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას აპირებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მირდატ ქამადაძის განცხადებით, „შეუძლებელია, სერიოზულად უპასუხო ადამიანს, ვინც ჟურნალისტებს უსმენს“.

„პირველ რიგში სამძიმარი უნდა გამოვუცხადო „ქართულ ოცნებას“, სახელისუფლო პარტიას, რომელსაც ამბიცია აქვს, რომ კვლავ ხელისუფლებაში იყოს, მთავარ სპიკერად პოლიტიკური გვამი შერჩა.

ბატონო ირაკლი, მინდა გითხრა, რომ ლევან ვარშალომიძე არათუ განცხადებას გეგმავს, არამედ წუხელ სპეცოპერაცია ჩაატარა და მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოიყვანა. ხვალ გეგმავს კიდევ ერთ სპეცოპერაციას და მეორე მიხეილ სააკაშვილის შემოყვანას, ზეგ წითელი ხიდიდიან მესამე მიხეილ სააკაშვილი შემოყავს. უბრალოდ მინდა, რომ მხოლოდ შენ იცოდე“, – განაცხადა ქამადაძემ.