მინუს მეკარე და კაპიტანი - „საბურთალო“ ორმა ფეხბურთელმა დატოვა #1TVSPORT
მინუს მეკარე და კაპიტანი - „საბურთალო“ ორმა ფეხბურთელმა დატოვა #1TVSPORT

სეზონის დასრულების შემდეგ „საბურთალო“ ორმა მოთამაშემ დატოვა – მეკარე ბექა ქურდაძემ და კაპიტანმა ლევან კაკუბავამ. ინფორმაციას დედაქალაქური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ბექა ქურდაძე „საბურთალოს“ დაემშვიდობა. გუნდის აწ უკვე ყოფილ კაპიტანს, ლევან კაკუბავას, კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა. მადლობას ვუხდით ბექას და ლევანს გაწეული სამსახურისთვის და მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ“ – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბექა ქურდაძე „საბურთალოს“ აღზრდილია. მან გუნდი 2018 წელს დატოვა. ითამაშა „ლოკომოტივში“, „გაგრაში“, „სამგურალსა“ და „სამტრედიაში“. 2022 წელს კი კვლავ „საბურთალოში“ დაბრუნდა, მაგრამ მხოლოდ ოთხი მატჩი ჩაატარა.

ლევან კაკუბავა „დინამო თბილისის“ აღზრდილია, ის დედაქალაქური კლუბის ღირსებას ოთხი წლის განმავლობაში იცავდა, რომლის შემადგენლობაშიც 128 მატჩი ჩაატარა.