„საბურთალოს“ კაპიტანი გიორგი კოხრეიძე იქნება
„საბურთალოს“ კაპიტანი გიორგი კოხრეიძე იქნება

საბურთალომ“ ახალი სეზონისთვის მზადება ახალი შემადგენლობით და ახალი კაპიტნით დაიწყო, – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

„საბურთალოს“ კაპიტანი ჯერ კიდევ პირველი ლიგიდან გაგი მარგველაშვილი იყო, მაგრამ 24 წლის ცენტრალური მცველი კარიერას ევროპაში, უნგრულ „მეზოკოვეშდში“ გააგრძელებს. მან გუნდი უკვე დატოვა და უნგრელებს, სავარაუდოდ, თურქეთში შეკრებაზე შეუერთდება.

შესაბამისად, „საბურთალოს“ ახალი კაპიტანი ეყოლება – თბილისური კლუბის აკადემიის აღზრდილი, 22 წლის გიორგი კოხრეიძე. ახალგაზრდა თავდამსხმელი 2020 წლის სეზონის დასაწყისში დაშავდა და ჯერჯერობით გუნდთან ვერ ვარჯიშობს. თუმცა, რეაბილიტაციის დასკვნით ფაზაშია და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, სრულფასოვან ვარჯიშს სეზონის დასაწყისში შეუდგება.

მის დაბრუნებამდე კი „საბურთალოს“ მოედანზე კაპიტნის სამკლავურით, გამოცდილი, 30 წლის ლევან კაკუბავა გაიყვანს, რომელიც ვიცეკაპიტანი გახდა.