პირველი ჯილდო მწვრთნელის რანგში - ლევან კორღალიძის კომენტარი საქართველოს თასის მოპოვების შემდეგ #1TVSPORT
პირველი ჯილდო მწვრთნელის რანგში - ლევან კორღალიძის კომენტარი საქართველოს თასის მოპოვების შემდეგ #1TVSPORT

საბურთალომ“ საქართველოს თასის ფინალში წყალტუბოს „სამგურალი“ 1:0 დაამარცხა და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტიტულის მფლობელი გახდა. ეს იყო პირველი ტიტული კაპიტნის სამკლაურით გამოცდილი მცველის, ლევან კაკუბავასთვის, ხოლო ლევან კორღალიძისთვის – მთავარი მწვრთნელის რანგში.

ლევან კაკუბავა:

„კაპიტნის რანგში ეს ჩემთვის პირველი ჯილდოა. „საბურთალომ“ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში მოიგო. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთელებს, გულშემატკივრებს და მთლიანად გუნდს. ევროტურნირზე საქართველოს სახელით გასვლა დიდი პასუხისმგებლობაა. იმედი მაქვს, რომ გუნდი გაძლიერდება და 2022 წელს წარმატებული წელი გვექნება“.

ლევან კორღალიძე:

„თავიდან ორივე გუნდს დაძაბულობა ეტყობოდა. კარგია, რომ პირველი გოლი ჩვენ გავიტანეთ და გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა. როდესაც ემოცია ჭარბობს, რთულია ადეკვატური შეფასება გააკეთო. ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა, გამარჯვება „საბურთალოს“ ყველა გულშემატკივარს მივულოცო“.