„საბურთალო“ საქართველოს თასის მფლობელია - თბილისურმა კლუბმა ტიტული მეორედ მოიპოვა #1TVSPORT
„საბურთალო“ საქართველოს თასის მფლობელია - თბილისურმა კლუბმა ტიტული მეორედ მოიპოვა #1TVSPORT

საქართველოს თასის „საბურთალომ“ მოიგო – ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში თბილისური გუნდი წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

ეს „სამგურალისთვის“ თასის მოპოვების მესამე ცდა იყო 1999 და 2020 წლებში გუნდმა ფინალები წააგო. „საბურთალოს“ კი ტიტულის მეორედ მოპოვებას შანსი ჰქონდა.

პირველი რეალური საგოლე მომენტი „საბურთალომ“ შექმნა. 44-ე წუთზე თბილისელთა ძალიან სწრაფი შეტევის დაგვირგვინება დმიტრი მანდრიჩეკოს შეეძლო, მაგრამ მცველი გადაეფარა, ბურთი ძელს მოხვდა და „სამგურალი“ გადარჩა.

65-ე წუთზე „საბურთალომ“ მიზანს მაინც მიაღწია. მარჯვენა ფლანიდან ნიკა მალის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთისთვის ბრძოლაში იური ტაბატაძემ მცველებს დაასწრო და თბილისელები ეფექტური თავური დარტყმით დააწინაურა 1:0.

საბოლოოდ, „საბურთალომ“ მოგება ხელიდან არ გაუშვა, მეორედ გახდა თასის მფლობელი და კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა. საინტერესო დამთხვევაა – თბილისელებმა თასი პირველად სწორედ ამ დღეს, 2019 წლის 8 დეკემბერს მოიპოვეს, როდესაც გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით „ლოკომოტივი” 3:1 დაამარცხეს.