მინუს კანკავა და ლოჩოშვილი - საქართველოს ნაკრები წლის ბოლო მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT
მინუს კანკავა და ლოჩოშვილი - საქართველოს ნაკრები წლის ბოლო მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT

15 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას გორში გამართავს, სადაც უზბეკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ, წლის დასკვნითი ამხანაგური მატჩისთვის თბილისში, „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე ემზადება.

დღეს ნაკრებმა 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. უზბეკეთთან ამხანაგურ შეხვედრას ტრავმის გამო ლუკა ლოჩოშვილი გამოტოვებს, ოჯახური მდგომარეობის გამო გუნდთან ერთად არც ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა იქნება.

14 ნოემბერს 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართება. ფრანგი სპეციალისტი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს სასტუმრო „შერატონში“ უპასუხებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (დილა, გორი, საქართველო)

დაცვა: გოგა ჩაბრაძე, ირაკლი აზაროვი (ორივე – დინამო, ბათუმი, საქართველო), გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარდაცვა: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ლადო მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია) თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)

თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი)

საქართველოს და უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 15 ნოემბერს 18:00 საათზე გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ამხანაგური შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.