მინო რაიოლა რეანიმაციაში გადაიყვანეს - აგენტის მდგომარეობა დამძიმდა #1TVSPORT
ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა რეანიმაციაში გადაიყვანეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, – იტყობინება გაზეთი Bild. წყაროს ცნობით, ნიდერლანდელს ფილტვებთან დაკავშირებით შეექმნა პრობლემები.
მილანში „სან რაფაელეს“ კლინიკაში რაიოლას სასწრაფო ჰოსპიტალიზაციის შესახებ იტალიურმა პრესამ 12 იანვარს დაწერა. მოგვიანებით, აგენტის „ტვიტერში“ გაჩნდა ინფორმაცია, რომ რაიოლა საავადმყოფოში გეგმიური შემოწმებისთვის გადაიყვანეს, რაც ანესთეზიას ითხოვდა.
54 წლის რაიოლას კლიენტთა შორის არიან – ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ერლინგ ჰალანდი, ჯანლუიგი დონარუმა, პოლ პოგბა, მარკო ვერატი, მატეის დე ლიგტი და სხვები.