მინიფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი | საქართველოს ნაკრებმა არაბთა გაერთიანებული საამიროები დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა.
მუნდიალის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში ჩვენი გუნდის მეტოქე არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრები იყო. მატჩი საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. გოლები გეგა კოშაძისა და ნიკოლოზ კოპლატაძის ანგარიშზეა.
ჩვენი გუნდი შემდეგ შეხვედრას შაბათს, 24 მაისს არგენტინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 16:30 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.