მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატი | საქართველოს ნაკრები სერბეთს დაუზავდა #1TVSPORT
მინიფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრა საქართველოსა და სერბეთის ნაკრებებს შორის ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების პირველი გოლი ლუკა ფარცვანიამ გაიტანა. მან ანგარიში 22-ე წუთზე გახსნა, მაგრამ სერბებმა წონასწორობა აღადგინეს.
თამაშის შესვენების შემდეგაც ანალოგიური სცენარით წარიმართა. ჩვენი გუნდი 36-ე წუთზე გარი წერეთლის ძლიერი დარტყმით დაწინაურდა, თუმცა ორ წუთში მეტოქემ გოიკოვიჩის პენალტით ანგარიში კვლავ გაათანაბრა.
ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის E ჯგუფში ბულგარეთთან, სერბეთსა და პორტუგალიასთან ერთად ასპარეზობს. საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის მომდევნო შეხვედრას ორშაბათს, 3 ივნისს ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 20:15 სთ-ზე დაიწყება.