მინიფეხბურთი | ქართულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა - მინიფეხბურთს საკუთარი ბაზა ექნება #1TVSPORT
მინიფეხბურთი | ქართულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა - მინიფეხბურთს საკუთარი ბაზა ექნება #1TVSPORT

მინიფეხბურთის ქართულმა კლუბმა „კავკასიის ავტო იმპორტმა“ ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა დაასრულა, რომელსაც საბერძნეთის კუნძულმა კრეტამ უმასპინძლა.

მინიფეხბურთის ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებისთვის 54 ქვეყნის 72 გუნდი იბრძოდა. საქართველოს წარმომადგენელმა ესპანეთის „კრუც ფუდი“ (5:0) და პოლონური „ეტ რომოს“ (2:1) დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, მაგრამ საბოლოოდ ტურნირს გამოეთიშა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მინიფეხბურთის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა – ორგანიზაციამ მემორანდუმი გააფორმა სპორტულ სააგენტოსთან და მოსამზადებელი ბაზა ექნება.

მემორადნუმის საფუძველზე, საქართველოს მინიფეხბურთის ასოციაცია სანაკრებო შეკრებებისა და საშინაო ტურნირების გასამართად, შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და სერვისებით  აღჭურვილი მრავალპროფილურ სპორტულ ობიექტით ისარგებლებს, რომლის მოწყობაც 172-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ დაიწყო.

პროექტი WMF-ისა (მინიფეხბურთის მსოფლიო ასოციაცია) და EMF-ის (მინიფეხბურთის ევროპის ასოციაცია) რეკომენდაციებისა და ზოგადი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით განხორციელდება. საერთაშორისო სტანდარტების ხარისხი დაცული იქნება საფარის მოწყობის, განათებისა და დამხმარე ინფრაქსტრუქტურის მიმართულებითაც.