„მილუოკი ბაქსი“ ახალ არენაზე ითამაშებს
NBA-ის კლუბმა „მილუოკი ბაქსმა“ ოფიციალურად გახსნა ახალი საშინაო არენა „ფისერვ ფორუმი“, რომელზეც 2018-19 წლების სეზონში ითამაშებს.
სტადიონის ტევადობაა 17 500 მაყურებელი, ხოლო არენის ოფიციალურ გახსნას დაესწრო 64 ათასი ადამიანი. ახალი სტადიონის გახსნამდე, „მილუოკი“ გამოდიოდა 1988 წელს აშენებულ „ბრედლი ცენტრში“.
შეგახსენებთ, რომ ახალ სეზონში „მილუოკის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება – გუნდს უახლოესი ოთხი წელი მაიკ ბუდენჰოლცერი გაწვრთნის.