კალათბურთი | დაძაბულ ბრძოლაში „კავკასია“ ავსტრიულ „კაპფენბერგთან“ დამარცხდა #1TVSPORT

00:34, 19.11.2026

ჩრდილოეთ ევროპის საკალათბურთო ლიგაზე მორიგი მატჩი გამართა „კავკასიამ“, რომელიც ავსტრიულ „კაპფენბერგს“ ესტუმრა და 86:96 დამარცხდა.

მატჩი თავიდან ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მეოთხე პერიოდის წინ ტაბლოზე საყაიმო ანგარიში ეწერა, თუმცა დასკვნითი მონაკვეთი მასპინძებმა 10 ქულით მოიგეს და ჯგუფში მეორე გამარჯვება მოიპოვეს.

„კავკასიაში“ 20 ქულით სანდრო სანაძე გამოირჩა, 18 ქულა გიორგი ტურძილაძის ანგარიშზეა.

 

მსგავსი