მარკის რიდის 18 ქულა 18 წუთში – „ბაჰჩეშეჰირმა“ ევროთასზე დამაჯერებლად მოიგო #1TVSPORT

18:32, 18.11.2026

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ნატურალიზებულმა მოთამაშემ, მარკის რიდმა ევროთასზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა და თავის გუნდს მორიგი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

ევროთასის ჯგუფური ეტაპის მერვე ტურში თურქული „ბაჰჩეშეჰირი“ სტუმრად იტალიურ „რომას“ დაუპირისპირდა და მეტოქე 22-ქულიანი სხვაობით, 92:70 დაამარცხა.

31 წლის კალათბურთელი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, მოედანზე 18 წუთი გაატარა და ამ დროში 18 ქულა, ერთი მოხსნა, ოთხი შედეგიანი გადაცემა და სამი ჩაჭრა მიითვალა. რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დასახელდა.

თურქულ კლუბს ევროთასის D ჯგუფში რვა მატჩიდან შვიდი მოგება აქვს და სატურნირო ცხრილს ლიდერობს.

მსგავსი