NBA | სანდრო მამუკელაშვილის „ლეიკერსის“ გამარჯვებების სერია „იუტა ჯაზთან“ შეწყდა #1TVSPORT

10:20, 19.11.2026

სანდრო მამუკელაშვილის „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ ზედიზედ ცხრა მოგების შემდეგ „იუტა ჯაზთან“ შინ დამარცხდა – 97:109.

„ჯაზმენები“ აუტსაიდერები არიან, ეს მათი მესამე მოგება იყო მიმდინარე სეზონში, თუმცა „ლეიკერსის“ მარცხს ახსნა მაინც მოეძებნება – მათ „ნიუ ორლეანთან“ წინა დღისით მძიმე ბრძოლა გადაიტანეს, ოვერტაიმში მოიგეს, შესაბამისად, ძალების აღსადგენად დრო არ ეყოთ.

„იუტასთან“ 29 ქულა ჰქონდა ლუკა დონჩიჩს, სანდრო მამუკელაშვილმა 21 წუთში 6 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა.

„ლეიკერსი“ მომდევნო მატჩს 21 ნოემბერს „საკრამენტოსთან“ ჩაატარებს.

მსგავსი