NBA | „ორლანდო მეჯიქის“ ოთხმატჩიანი მოგებათა სერია „ფილადელფიასთან“ შეწყდა #1TVSPORT
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ის მიმდინარე სეზონში მეთოთხმეტე მატჩი შინ „ფილადელფიასთან“ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 116:121 დამარცხდა.
სტუმართა გამარჯვებაში მთავარი როლი სამმა კალათბურთელმა შეასრულა: ლებრონ ჯეიმსმა (22 ქულა), ვი ჯეი ადჯკომბმა (24) და ჯოელ ემბიიდმა (26).
27 ქულით მატჩის ბომბარდირი ორლანდოელი ფრანც ვაგნერი გახდა.
გოგა ბითაძის სტატისტიკა:
20 წუთი, 8 ქულა (5-დან 4 ორქულიანი), 3 მოხსნა, თითო პასი-ჩაჭრა-დაფარება.
„ორლანდო“ 6 მოგებითა და 8 წაგებით აღმოსავლეთის კონფერენციაში მერვე ადგილზეა. მომდევნო მატჩს 21 ნოემბერს სტუმრად „ბრუკლინ ნეთსთან“ ჩაატარებს.