„მილანთან“ მატჩის წინ „ნაპოლიმ“ კიდევ ერთი ფორვარდი დაკარგა #1TVSPORT
„მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის წინ „ნაპოლის“ შეტევაში სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს.
თითქმის გამორიცხულია პირველ შეხვედრაში ვიქტორ ოსიმჰენის თამაში, ახლა კი ასევე ტრავმის გამო გამოვიდა მწყობრიდან კიდევ ერთი ფორვარდი ჯოვანი სიმეონე.
არგენტინელმა „ლეჩესთან“ მატჩში მიიღო ტრავმა და მოედანი დატოვა. ჯერჯერობით ტრავმის ხარისხი ცნობილი არ არის, მაგრამ, დიდი ალბათობით, მეოთხედფინალის პირველ მატჩს სიმეონე გამოტოვებს.
ასე რომ, „ნაპოლის“ 12 აპრილის მატჩის წინ ერთი ნომინალური ფორვარდი დარჩა – ჯაკომო რასპადორი. ასევე შეუძლიათ ამ პოზიციაზე თამაში პოლიტანოს, ლოსანოსა და იუნიორ ძერბინს.