მილანში ATP-ის ახალი თაობის ჩოგბურთელთა შემაჯამებელი ტურნირის წილისყრა გაიმართა
მილანში ATP-ის ახალი თაობის ჩოგბურთელთა შემაჯამებელი ტურნირის წილისყრა გაიმართა

მილანში პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (APT) ახალგაზრდული შემაჯამებელი ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა. ამ ტურნირში ATP-ის ახალი თაობის რვა საუკეთესო ჩოგბურთელი მიიღებს მონაწილეობას.  ტურნირი მილანში 5-10 ნოემბერს გაიმართება.

წილისყრის შედეგები ასეთია:

A ჯგუფი

ალექს დე მინორი (ავსტრალია)

კასპერ რუუდი (ნორვეგია)

მიომირ კეჩმანოვიჩი (სერბეთი)

ალეხანდრო დავიდოვიჩ-ფოკინა (ესპანეთი)

B ჯგუფი

ფრენსის ტიაფო (აშშ)

უგო უმბერი (საფრანგეთი)

მიკაელ იმერი (შვედეთი)

იანის სინერი (იტალია)

ტურნირის მოქმედი ჩემპიონია ბერძენი სტეფანოს ციციპასი, მაგრამ მან უარი თქვა ტიტულის დაცვაზე, რადგან 10-17 ნოემბერს, ლონდონში ATP-ის ძირითად შემაჯამებელ ტურნირში უნდა ითამაშოს.

გარდა ამისა, მილანში თამაშზე უარი თქვეს კანადელებმა – ფელიქს ოჟე-ალიასიმმა და დენის შაპოვალოვმა. ერთ შემთხვევაში მიზეზი ტრავმაა, შაპოვალოვმა კი პარიზის „მასტერსის“ ფინალში გააღწია და ამის გამო აღარ მოისურვა იტალიაში გამოსვლა.