27 აპრილამდე ყველა საჩოგბურთო ტურნირი გაუქმდება
27 აპრილამდე ყველა საჩოგბურთო ტურნირი გაუქმდება
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია (ATP) აპირებს უახლოესი ტურნირების გაუქმებას კორონავირუსის გამო.
წყაროს ცნობით, ასოციაციამ მოიწვია რიგგარეშე სხდომა მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციამ აღნიშნული ვირუსი პანდემიად გამოაცხადა. ამ კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ წამყვანი მოთამაშეები, მათ შორის მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი. საბოლოოდ, მიიღეს გადაწყვეტილება ყველა ტურნირის 27 აპრილამდე გაუქმების შესახებ.
ეს იმას ნიშნავს, რომ არ ჩატარდება გრუნტის „მასტერსი” მონტე კარლოში. ასევე ეს გადაწყვეტილება შეეხება ტურნირებს ჰიუსტონში, მარაკეშში, ბარსელონასა და ბუდაპეშტში.