ATP Cup-მა ავსტრალიაში ხანძრის ლიკვიდაციისთვის ნახევარი მილიონი შეაგროვა
ATP Cup-მა ავსტრალიაში ხანძრის ლიკვიდაციისთვის ნახევარი მილიონი შეაგროვა

ახალი გუნდური ტურნირის ATP Cup-ის დასრულების შემდეგ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) გამოაცხადა, რომ ავსტრალიაში ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად და ველური ბუნების აღსადგენად მოთამაშეებმა 500 ათასი დოლარი შეაგროვეს.

შემოწირულობის შესახებ გამოაცხადეს სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა და ესპანელმა რაფაელ ნადალმა.

„ავსტრალია – საოცარი და სტუმართმოყვარე ქვეყანაა. აქ ჩვენ ისე ვგრძნობთ თავს, როგორც საკუთარ სახლში. გამანადგურებელია ის ზარალი, რომელიც ველურ ბუნებას ხანძარმა მიაყენა. ეს შემოწირულობა ATP-ის ყველა მოთამაშისგანაა. ჩვენი ფიქრები და მხარდაჭერა დაზარალებულებისკენ არის მიმართული“, – განაცხადა ჯოკოვიჩმა, რომელიც ATP-ის მოთამაშეთა საბჭოს უდგას სათავეში.

ასოციაციის ბევრი ვარსკვლავი, მათ შორის ჯოკოვიჩი, ნადალი, როჯერ ფედერერი, სტეფანოს ციციპასი და ნიკ კირგიოსი 15 იანვარს, საჩვენებელ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ხანძრებისგან დაზარალებულებს.