მომავალ კვირას, შესაძლოა ჩოგბურთში პაუზის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღონ
მომავალ კვირას, შესაძლოა ჩოგბურთში პაუზის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღონ

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) და ქალთა საჩოგბურთო ასოციაციამ (WTA) მომავალ კვირას, შესაძლოა საჩოგბურთო კალენდარში პაუზის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღონ.

„მომდევნო კვირას, ATP და WTA ჩაატარებენ შეხვედრას მიმდინარე პრობლემებთან დაკავშირებით. უნდა განიხილონ კალენდარში პაუზის შესაძლო გაგრძელების საკითხი, აგერთვე, ფინანსური საკითხები. ძალიან რთულია მოვლენათა განვითარების პროგნოზი. ჯერჯერობით, საფრთხე არ ემუქრებათ ტურნირებს, რომლებიც კალენდარში სექტემბრის ბოლოდანაა ჩასმული“, – განაცხადა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის წარმომადგენელმა.

დღეისთვის, ყველა რანგის ტურნირების ჩატარება შეწყვეტილია 13 ივლისამდე.