„მილანი“ ეძებს ფორვარდ ოლივიე ჟირუს შემცვლელს, რომელიც „ლოს ანჯელესში“ აპირებს გადასვლას.
ინტერნეტ-გამოცემა Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანელები აკვირდებიან ვიქტორ დიოკერეშს („სპორტინგი“), სერუ გირასისა („შტუტგარტი“) და ჯონათან დევიდს („ლილი“). თითოეული მიმდინარე სეზონში თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.
ამასთან, უფრო პრიორიტეტულ კანდიდატებად სახელდებიან ჯოშუა ზირკზე („ბოლონია“) და ბენჯამინ შეშკო („ლაიპციგი“). ჯერჯერობით კლუბში არ ჩამოყალიბებულან, ვისზე გააკეთონ აქცენტი.