„მილანს“ და „რომას“ ენდრიკი აინტერესებთ #1TVSPORT

13:22, 27.09.2026

ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი ენდრიკი, შესაძლოა, „მილანს“ შეუერთდეს.

გაზეთ Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალში“ ენდრიკის მცირე სათამაშო დრო დიდ შეშფოთებას იწვევს ბრაზილიაში, ხოლო ქვეყნის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ 20 წლის ფეხბურთელს იანვარში ახალი გუნდის მოძებნა ურჩია, რათა დაჩქარდეს შენელებული განვითარება.

„მილანი“ ჯერ კიდევ ზაფხულში იყო დაინტერესებული ენდრიკის გაფორმებით და მის აგენტებსაც კი შეხვდა. „როსონერი“ ბრაზილიელის ტრანსფერის საკითხს ზამთარში მიუბრუნდება. ფორვარდზე კიდევ ერთი პრეტენდენტი სერია A-ს ლიდერი „რომაა“.

„რეალი“ არ არის მზად ენდრიკის გასაყიდად, მაგრამ იჯარის შესაძლებლობა შეიძლება განიხილოს. ელოდებიან, რომ უახლოეს პერიოდში „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ფორვარდთან ერთად განიხილავს, როგორ მოიქცეს.

ამ სეზონში ენდრიკმა ლა ლიგას მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, როცა 86-ე წუთზე შევიდა მოედანზე.

მსგავსი