„მილანმა“ შვეიცარიის ნაკრების საყრდენი შეიძინა #1TVSPORT
„მილანმა“ შვეიცარიის ნაკრების საყრდენი შეიძინა #1TVSPORT

„მილანის“ პრესსამსახურმა ოფიციალურად გამოაცხადა „ბრიუგესა“ და შვეიცარიის ნაკრების საყრდენი ნახევარმცველის არდონ იაშარის შეძენის შესახებ.

23 წლის ფეხბურთელმა მილანურ კლუბთან 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი. არაოფიციალური ინფორმაციით, „როსონერიმ“ ამ ტრანსფერში „ბრიუგეს“ 36 მილიონი ევრო გადაუხადა.

გასულ სეზონში იაშარიმ ყველა ტურნირზე 52 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.