პაოლო მალდინი ტოვებს „მილანის“ ტექნიკური დირექტორის პოსტს. მასთან ერთად გუნდიდან მიდის სპორტული დირექტორი ფრედერიკ მასარი.
როგორც ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ დაწერა, „მილანის“ მფლობელმა ჯერი კარდინალემ მენეჯერებს აცნობა, რომ ისინი არ ჯდებიან კლუბის გეგმებში და ამიტომაც გათავისუფლებულნი არიან თანამდებობებიდან.
გამოცემა Calciomercato-ს ინფორმაციით, გადაწყვეტილება აიხსნება, ერთი მხრივ, რთული ურთიერთობებით მალდინისა და მასარს შორის და, მეორე მხრივ, კარდინალესთან რთული დამოკიდებულებით. მალდინისა და მფლობელს სერიოზული უთანხმოება ჰქონდათ სატრანსფერო ბიუჯეტის თაობაზე.
Football Italia, Sky Sport Italia და სხვა წყაროები აღნიშნავენ, რომ მალდინი ცდილობდა დიდი ავტონომიის მოპოვებას და ახალი ფეხბურთელების შესაძენად ხარჯების გაზრდას, იმ დროს, როცა ხელმძღვანელობა აპირებდა მინიმალური დანახარჯების შენარჩუნებას და ამჟამინდელი ბიზნესმოდელით მუშაობის გაგრძელებას.