„მილანისა“ და საქართველოს ლეგენდების მატჩის შემადგენლობები ცნობილია - შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და თბილისის მერიის ორგანიზებით, 21 სექტემბერს თბილისში ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩი გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
მატჩს, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრების და იტალიური მილანის ვეტერანები მიიღებენ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი 19:00 საათზე უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ს საშუალებით არის შესაძლებელი. ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარია. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები, მაქსიმუმ, ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქართველო: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, გიორგი ნავალოვსკი, კახა ცხადაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, დავით კვირკველია, ზურაბ ხიზანიშვილი, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, ჯანო ანანიძე, ალექსანდრე კობახიძე, ლევან კობიაშვილი, ვლადიმერ ბურდული, გიორგი ქინქლაძე, ალექსანდრე იაშვილი, შოთა არველაძე, დავით სირაძე, გიორგი დემეტრაძე, ლევან მჭედლიძე, ოთარ მარცვალაძე, დავით მუჯირი, გელა ინალიშვილი, არჩილ არველაძე, მიხეილ ყაველაშვილი, მურთაზ შელია, გოგა გახოკიძე, ნიკოლოზ ჩხეიძე, გიორგი ნემსაძე, გიორგი ღუდუშაური, მალხაზ ასათიანი, ლაშა სალუქვაძე, გიორგი ფოფხაძე.
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
მილან გლორი: დიდა, ვალერიო ფიორი, მასიმო ოდო, კაფუ, ალესანდრო კოსტაკურტა, ლუკა ანტონინი, როკე ჟუნიორი, კრისტიან პანუჩი, კრისტიან ძაკარდო, მასიმო ამბროზინი, სერჟინიო, ანჯელო კარბონე, რიკარდო მონტოლივიო, კლარენს ზეედორფი, კრისტიან ბროკი, მარკო ბორიელო, რივალდო, კაკა.
მწვრთნელი: იბრაჰიმ ბა.