„მილანი“ „ბრიუგედან“ არდონ იაშარს შეიძენს - ტრანსფერი კლუბის ისტორიაში მეოთხე ყველაზე ძვირად ღირებული იქნება #1TVSPORT
„მილანი“ „ბრიუგედან“ არდონ იაშარს შეიძენს - ტრანსფერი კლუბის ისტორიაში მეოთხე ყველაზე ძვირად ღირებული იქნება #1TVSPORT

„მილანმა“ ზაფხულის მთავარი ტრანსფერი შეათანხმა, არდონ იაშარი „ბრიუგედან“ კარიერას იტალიურ გრანდში გააგრძელებს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

როგორც რომანო წერს, შვეიცარიელი ნახევარმცველის შესახებ მოლაპარაკებები რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ბელგიურმა კლუბმა „როსონერის“ ბოლო წინადადება – 39 მილიონი ევროს პაკეტი მიიღო და ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმებაზე გამგზავრების უფლებაც მისცა.

იაშარი თავიდანვე მხოლოდ „მილანში“ გადასვლას განიხილავდა, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერლიგისა და ბუნდესლიგის კლუბებიც აკვირდებოდნენ.

23 წლის ნახევარმცველი „ბრიუგეში“ 2024 წელს გადავიდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. იაშარი „მილანის“ ისტორიაში მეოთხე ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი იქნება.