მიხელსი, ფერგიუსონი, საკი - „ფრანს ფუტბოლმა“ ყველაზე დროის საუკეთესო მწვრთნელების რეიტინგი შეადგინა
ფრანგულმა გამოცემა „ფრანს ფუტბოლმა“ (France Football) გამოაქვეყნა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელთა რეიტინგის საკუთარი ვერსია. კლასიფიკაციის შედგენისას, გათვალისწინებულია მხოლოდ საკლუბო დონეზე მიღწევები.
სიას სათავეში უდგას ჰოლანდიელი რინუს მიხელსი, მეორე ადგილზეა შოტლანდიელი სერ ალექს ფერგიუსონი, მესამეზე – იტალიელი არიგო საკი.
ასევე ათეულში მოხვდნენ – იოჰან კრუიფი, ხოსეპ გვარდიოლა, ვალერი ლობანოვსკი, ელენიო ერერა, კარლო ანჩელოტი, ერნსტ ჰაპელი და ბილ შენკლი.
მეორე ათეულში არიან – მეტ ბასბი, ჯოვანი ტრაპატონი, ჟოზე მოურინიო, მიგელ მუნიოსი, ბრაიან კლო, მარჩელო ლიპი, ნერიო როკო, ლუი ვან გაალი, ოტმარ ჰიტცფელდი და ბელა გუტმანი.
სულ რეიტინგში სხვადასხვა დროის 50 მწვრთნელი მოხვდა.