მიხელ აშვეთია - წყალტუბოს „სამგურალში“ ბრაზილიელ და ტაჯიკ ლეგიონერებს ველოდებით #1TVSPORT
მიხელ აშვეთია - წყალტუბოს „სამგურალში“ ბრაზილიელ და ტაჯიკ ლეგიონერებს ველოდებით #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიხელ აშვეთიამ ახალწვეულებზე ისაუბრა და კომენტარი ყაზახურ „ტობოლთან“ მოგებულ (1:0) შეხვედრაზე გააკეთა.

„შედეგს მოსამზადებელ ეტაპზეც ყურადღებას ვაქცევთ, გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი რომ ჩამოუყალიბდეს. ყველაზე მეტად ფეხბურთელების ბრძოლისუნარიანობას გამოვყოფ, ყველა იბრძოდა და არავის არაფერი დაუკლია.

კარგი სპარინგი გამოგვივიდა, რადგან „ტობოლი“ ძლიერი გუნდია და მალე ყაზახეთის სუპერთასისთვის ითამაშებს. ბევრი კვალიფიციური მოთამაშე ჰყავთ. ზოგიერთი თამაშობს ყაზახეთის ნაკრებში, რომლის მთავარ მწვრთნელთან ერთად ვთამაშობდი, ვმეგობრობ და მისგან ინფორმაცია რომ მქონდა, „ტობოლთან“ სპარინგს ამიტომაც დავთანხმდი.

მეორე ამხანაგური შეხვედრა „ჟენისთან“ დავგეგმეთ, რომელსაც ლევან კორღალძე წვრთნის და ქართველი მწვრთნელების დაპირისპირება იქნება. მოტივაცია ორივე გუნდს გევქნება და მთავარია, თამაში ორივე გუნდმა ნაყოფიერად გამოვიყენოთ.

დავიმატეთ ნახევარმცველი გეგი გეგუჩაძე, რომელიც საფეხბურთო სამყაროში ყველამ შეაქო. ჩვენი მიზანია, გუნდში ნაკრების მეტი მოთამაშე გვყავდეს. კიდევ ერთი ახალწვეული ჟან როდრიგესია ბრაზილიიდან, რომლის თამაშები ვნახე და მისი შესაძლებლობები ვიცი.

კიდევ ველოდებით ორ ფეხბურთელს – ერთი ტაჯიკეთის ნაკრების წევრია და აზიის თასზე ითამაშა. მოლაპარაკება უნდა დავასრულოთ და 15 თებერვლიდან შემოგვიერთდება. მეორე ბრაზილიელია და ამით „სატრასფერო ფანჯარა“ დაიხურება“, – ამბობს მიხელ აშვეთია.