„გაგრასა“ და „სამგურალის“ მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT
„გაგრასა“ და „სამგურალის“ მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ლიგის მეხუთე ტური „პეტრო არენაზე“ გამართული შეხვედრით დასრულდა. „გაგრამ“ და წყალტუბოს „სამგურალმა“ ერთმანეთის კარში გოლი ვერ გაიტანეს – 0:0

ეროვნულ ლიგაში ხუთი ტურის შემდეგ ქულები მხოლოდ ბათუმის „დინამოს“ (15 ქულა) არ დაუკარგავს, ხოლო „სამგურალსა“ და „სამტრედიას“ ჯერ თამაში არ მოუგიათ.

ჩემპიონატის მეექვსე ტურის შეხვედრები 2-3 აპრილს გაიმართება. ყველაზე დიდ ინტერესს „იბერია“ – ბათუმის „დინამოს“ და „დინამო თბილისისა“ – გორის „დილას“ მატჩი იწვევს.