„სამგურალმა“ სეზონში პირველი გამარჯვება „თელავთან“ მოიპოვა #1TVSPORT
„სამგურალმა“ სეზონში პირველი გამარჯვება „თელავთან“ მოიპოვა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში „სამგურალმა“ „თელავს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა – 2:1.

მე-7 ტურის შეხვედრაში, რომელიც წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრში გაიმართა, „სამგურალმა“ ანგარიში სწრაფად გახსნა – მასპინძლების სწრაფი კონტრშეტევა ლუკა შეროზიამ ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა.

მეორე ტაიმში „თელავმა“ ანგარიში გაათანაბრა. 55-ე წუთზე ჯეფერსონ ჯერალდოს გადაცემით გიორგი ხაბულიანმა ისარგებლა და მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა. მაგრამ 77-ე წუთზე ლუკა ხორხელმა „სამგურალი“ ისევ წინ გაიყვანა.

საფინალო სასტვენამდე (90+4) სტუმართა ნახევარმცველს, სტეფან ბუკორაცს მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმისთვის მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა. „სამგურალმა“ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა და 5 ქულით მე-9 ადგილზე დაწინაურდა, „თელავი“ კი 8 ქულით მე-7 პოზიციაზე დარჩა.