მიხეილ ყაველაშვილი - ქვეყნის მოღალატეები ვითომ გაღმა შედავებით ფარცხავდნენ საკუთარ დანაშაულს სამშობლოს წინაშე, მაგრამ ბოლოს არაფერი იმალება
მიხეილ ყაველაშვილი - ქვეყნის მოღალატეები ვითომ გაღმა შედავებით ფარცხავდნენ საკუთარ დანაშაულს სამშობლოს წინაშე, მაგრამ ბოლოს არაფერი იმალება

პარლამენტის სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის თქმით,  დავით ბაქრაძის განცხადებას, რომ ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ წინა ხელისუფლების საპარლამენტო გუნდმა მოაწერა ხელი, კომპრომისი იყო და არა საქართველოს ღალატი, კომენტარი არ სჭირდება.

ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი სოციალურ ქსელში წერს.

„დავით ბაქრაძემ ქართული ჯარის დადანაშაულება ომის დაწყებაში და ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში ღალატი კი არა, კომპრომისია და სწორად მოვიქეცითო, კომენტარიც არ სჭირდება ამას. მე უბრალოდ სხვა ნაცების და მათი მხარდამჭერების (თუ ასეთები კიდევ არსებობს) აზრი მაინტერესებს ამ თემაზე!

P.S. ერთი ფაქტია, უკვე წლებია, სწორედ ამის გადასაფარად აბრალებდნენ სხვებს რუსეთუმეობას ეს ქვეყნის მოღალატეები, ვითომ გაღმა შედავებით ფარცხავდნენ საკუთარ დანაშაულს სამშობლოს წინაშე, მაგრამ ბოლოს არაფერი იმალება!“ – წერს დეპუტატი.

დატოვე კომენტარი