მიხეილ ყაველაშვილი - მინდა, ჩვენი ოლიმპიელების გუშინდელი წარმატება აღვნიშნო და მივულოცო საქართველოს
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას მოციგურავეებს – ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლის მოპოვება მიულოცა.
პრეზიდენტმა საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილის ისტორიული წარმატება ასევე მიულოცა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ წარმატებისთვის ბევრი იშრომა.
„მინდა, ჩვენი სპორტსმენების, ჩვენი ოლიმპიელების გუშინდელი წარმატება აღვნიშნო და მივულოცო მთელ ერს და საქართველოს. მინდა, მივულოცო თითოეულ მათგანს – მწვრთნელებს, იმ ადამიანებს, ვინც ამ წარმატებისთვის ბევრი იშრომა და ეს ისტორიული შედეგი დადო ჩვენი ქვეყნისთვის და მართლაც ალბათ ენით აღუწერელი სიხარულია და კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ და მთელ საქართველოს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ოლიმპიურ თამაშებზე სპორტულ წყვილებში წარმატებით იასპარეზა ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა, რომელმაც, საქართველოს ისტორიაში პირველად, ზამთრის სპორტის სახეობებში ვერცხლის მედლები მოიპოვა. საქართველოს ნაკრების წევრები ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.