ფიგურული ციგურაობა | ისტორიაში პირველად – ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ზამთრის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT

01:47, 17.02.2026

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე, ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების წევრებმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ პირველად საქართველოს ისტორიაში, ზამთრის სპორტის სახეობებში ოლიმპიური მედალი მოიპოვეს.

სპორტულ წყვილებში მოკლე პროგრამის შემდეგ მეტელკინა-ბერლავას წყვილი 75.46 ქულით მეორე ადგილზე იყო. მათ თავისუფალი პროგრამაც მაღალ დონეზე შეასრულეს და 146.29 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში კი წყვილმა 221.75 ქულა დააგროვა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

კვარცხლბეკი:

1. რიკუ მიურა, რუიჩი კიჰარა (იაპონია) – 231.24 ქულა

2. ანასტასია მეტელკინა, ლუკა ბერულავა (საქართველო) – 221.75

3. ფაბიანე ჰასე, ნიკიტა ვოლოდინი (გერმანია) – 219.09

მსგავსი