მიხეილ ყაველაშვილი ლიზ ტრასის განცხადებაზე - ვინც ჯანსაღად აფასებს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები ხვდებიან, საიდან მომდინარეობს საფრთხე
მიხეილ ყაველაშვილი ლიზ ტრასის განცხადებაზე - ვინც ჯანსაღად აფასებს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები ხვდებიან, საიდან მომდინარეობს საფრთხე

ვინც ჯანსაღად აფასებს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, ის ადამიანები, დარწმუნებული ვარ, ხვდებიან საიდან მომდინარეობს საფრთხე საკუთარი ქვეყნების, საკუთარი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ამაში ჩვენთვის ახალი არაფერია, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ლიზ ტრასის მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას.

პრეზიდენტის თქმით, განსაცვიფრებელია, რომ აქამდე მივიდა ისეთი სამაგალითო ქვეყანა, როგორიც ბრიტანეთია.

„ახალი და განსაცვიფრებელი იყო ის, რომ აქამდე მივიდნენ ყველასთვის სამაგალითო ქვეყნები, მათ შორის, როგორიც ბრიტანეთია. ეს ადამიანიც ალბათ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც უდიდესი ინფორმაციები გააჩნია, ალბათ საკუთარი ქვეყნისთვის ფიქრობს და ამიტომ აკეთებს ასეთ განცხადებებს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა გააკრიტიკა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა თავისუფალი სიტყვის კუთხით და განაცხადა, რომ ბრიტანეთი სერიოზულ კრიზისს განიცდის.