მიხეილ ყაველაშვილი – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო, მისმა გამორჩეულმა ხედვამ საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების არაერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი შემოგვინახა

21:00, 14.08.2026

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც პრეზიდენტის სამძიმარშია ნათქვამი, ბადრი ვადაჭკორიას გამორჩეულმა ხედვამ ქართული საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების არაერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი შემოინახა და ვიზუალური მეხსიერების ნაწილად აქცია.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო. მისმა გამორჩეულმა ხედვამ ქართული საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების არაერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი შემოგვინახა და ჩვენი დროის ვიზუალური მეხსიერების ნაწილად აქცია. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს. ნათელი მის ხსოვნას“, – ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის სამძიმარში.

ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი