მიხეილ სარჯველაძე - შოვში სტიქიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა პერფორმანსებისთვის სურთ, საკითხის შესწავლა მართლა თუ უნდათ, ადგილზე ერთი ოპოზიციონერი მაინც ჩავიდოდა
მიხეილ სარჯველაძე - შოვში სტიქიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა პერფორმანსებისთვის სურთ, საკითხის შესწავლა მართლა თუ უნდათ, ადგილზე ერთი ოპოზიციონერი მაინც ჩავიდოდა

სამწუხაროა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა პოლიტიკური პერფორმანსებისთვის სურთ, ამაში არანაირი შინაარსი არ არის. საკითხის შესწავლა მართლა თუ უნდათ, შოვში ერთი ოპოზიციონერი მაინც ჩავიდოდა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ცდილობენ, ხელისუფლების მიმართ პოლიტიკური კითხვები გააჩინონ.

„შოვში ტრაგედია ახალი მომხდარი იყო და ამ ტრაგედიის მნახველი ადამიანები სხვა დამოკიდებულებით რომ უნდა ყოფილიყვნენ, მათ პირდაპირ საგამოძიებო კომისიაზე დაიწყეს საუბარი. ეს მაშინ, როცა თავად არ ჰქონდათ პასუხები – რაიმე საკითხი არის თუ არა გამოსაძიებელი და კომისიის შექმნა თვითმიზნად გამოაცხადეს. საჭიროა თუ არა გამოძიება, ამას თავად კარგად ვერ ხვდებიან, მაგრამ კომისიის შექმნა მაინც უნდათ. ამით ცდილობენ, ხელისუფლების მიმართ პოლიტიკური კითხვები გააჩინონ და ოპონირებისთვის ახალი სცენები გახსნან. ყველაზე მეტად სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური პერფორმანსებისთვის უნდათ, ამაში არანაირი შინაარსი არ არის. საკითხის შესწავლა მართლა თუ უნდათ, შოვში, ადგილზე ერთი ოპოზიციონერი მაინც ჩავიდოდა, რათა გაერკვნენ, რა კითხვა შეიძლება, არსებობდეს და არსებობს თუ არა პასუხები საგამოძიებო კომისიის გარეშეც“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტის ბიუროს შოვში სტიქიასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი დღეს წარედგინება.