მიხეილ სარჯველაძე - ნებისმიერი მიმართულებით, ვისი მხრიდანაც უნდა იყოს, საქართველოს არჩევანში ჩარევა კატეგორიულად მიუღებელია
მიხეილ სარჯველაძე - ნებისმიერი მიმართულებით, ვისი მხრიდანაც უნდა იყოს, საქართველოს არჩევანში ჩარევა კატეგორიულად მიუღებელია

ნებისმიერი მიმართულებით, ვისი მხრიდანაც უნდა იყოს საქარველოს არჩევანში ჩარევა, კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, გაუმართლებელი არჩევანია, ის მოიტანს მეტ ესკალაციას, დაძაბულობასა და გაურკვევლობას რეგიონში.

მისი თქმით, საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, მას საკუთარი საქმეების გაძღოლა და გადაწყვეტილების მიღება შეუძლია.

„საქართველოს, ქართველი ხალხის ურყევი ნებაა, რომ ჩვენ ისტორიულ არჩევანს დავუბრუნდეთ. ეს არის ევროპაში ინტეგრაციის მიმართულება. ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია გახლავთ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებული ხალხის არჩევანი. ამას ვერ გადაუხვევს ვერცერთი ხელისუფლება“, – განაცხადა სარჯველაძემ.