მიხეილ სარჯველაძე - FARA-ს დამსახურებით, ყველასთვის გასაგებია, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის არარსებული ბრალდებების წაყენება, რეალურად არის არა ჟურნალისტიკა, არამედ ლობიზმი
მიხეილ სარჯველაძე - FARA-ს დამსახურებით, ყველასთვის გასაგებია, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის არარსებული ბრალდებების წაყენება, რეალურად არის არა ჟურნალისტიკა, არამედ ლობიზმი

FARA-ს დამსახურებით, ყველასთვის გასაგებია, რომ კითხვები, მათ შორის რიტორიკა, ხშირად დაბრალება საქართველოს ხელისუფლებისთვის, რაღაც არარსებული ბრალდებების წაყენება, რეალურად არის არა ჟურნალისტიკა, არამედ ეს არის ლობიზმი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ყველაფერს შეიძლება, შემაჯამებლად დაერქვას ერთი მარტივი სახელი. FARA-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის დამსახურებით, ახლა ყველასთვის გასაგებია, რომ თუნდაც ეს კითხვები და მათ შორის რიტორიკა, ხშირად დაბრალება საქართველოს ხელისუფლებისთვის, რაღაც არარსებული ბრალდებების წაყენება, რეალურად არის არა ჟურნალისტიკა, არამედ ლობიზმი. ამიტომ, ეს უნდა ესმოდეს საზოგადოებას, რომ ადამიანები ასეთ შეფასებებს მიკერძოებული, ანგარების მოტივით აკეთებენ, თითქოს საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. ყველას კარგად უნდა ესმოდეს და ამის მიხედვით გავაანალიზოთ, როგორია რეალურად ჩვენი ქვეყნის სამომავლო პერსპექტივები, ოპოზიციის, ხელისუფლების განწყობები და ასე შემდეგ. როდესაც სიმულირება ხდება, რომ ვითომ ჟურნალისტიკაში ჩნდება ასეთი კითხვები, თითქოს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებებთან და პოზიციებთან დაკავშირებით, ამის შემდეგ ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ჟურნალისტებს, როგორც წესი, ასეთი კითხვები არ ებადებათ. ასეთი კითხვები ებადებათ მიკერძოებულ ადამიანებს, ზოგს ანგარებით, ზოგს პოლიტიკური მოტივებით და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არის ფაქტი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ დაქირავებული ჰყავს ამერიკული ლობისტური კომპანია „ქორნერსთოუნ გავერმენთ ეფეარსი“. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაის-აგვისტოში ტელეკომპანიამ განხორციელებულ მომსახურებაში 110 000 დოლარი გადაიხადა.

ამასთან, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, „ფორმულას“ მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავება მოიცავს კონტაქტებს ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუსთან, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში ბრიფინგებს ესწრება.

ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე მორიგი კითხვა დასვა: „საქართველოს პრორუსული მთავრობა ახლა დევნის საკუთარ პრეზიდენტს, რომელიც ცდილობს, მიჰყვეს ევროპულ გზას და ისინი ცდილობენ მის იმპიჩმენტს. აქვს აშშ-ს ამაზე კომენტარი?“