მიხეილ სარჯველაძე - 26 მაისსა და 7 ნოემბერს ადგილი ჰქონდა მსხვილ სამართალდარღვევებს, ამის ამნისტირების მიზეზი რეალურად არ არსებობს
მიხეილ სარჯველაძე - 26 მაისსა და 7 ნოემბერს ადგილი ჰქონდა მსხვილ სამართალდარღვევებს, ამის ამნისტირების მიზეზი რეალურად არ არსებობს

26 მაისსა და 7 ნოემბერს ადგილი ჰქონდა მსხვილ სამართალდარღვევებს, ამის ამნისტირების მიზეზი რეალურად არ არსებობს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ იაგო ხვიჩიას ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ამაზე მუშაობა ფუჭი იქნება.

„არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში რაღაც პოლარიზების ხარისხს განაპირობებდეს 26 მაისის და 7 ნოემბრის შემთხვევები. იქ ადგილი ჰქონდა მართლაც მსხვილ სამართალდარღვევებს და ამის ამნისტირების რაიმე საჭიროება და მიზეზი რეალურად არ არსებობს. ვფიქრობ, ეს ფუჭი შემოქმედებაა ამ შემთხვევაში ჩვენი კოლეგების მხრიდან. ამას ნამდვილად არ გააჩნია არავითარი წინაპირობა. ზედმეტად ორიგინალური ინიციატივაა, რომ ამაზე სერიოზულად მუშაობის დაწყება ღირდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.