იაგო ხვიჩია - ვამზადებთ კანონპროექტებს 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, იმავე სულისკვეთებით, როგორიც არის 20 ივნისის მოვლენების ამნისტიაზე
იაგო ხვიჩია - ვამზადებთ კანონპროექტებს 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, იმავე სულისკვეთებით, როგორიც არის 20 ივნისის მოვლენების ამნისტიაზე

„გირჩი“ ამზადებს კანონპროექტებს 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, ზუსტად იმავე სულისკვეთებით, როგორიც არის ამნისტიის კანონპროექტი 20 ივნისთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, „გირჩი“ მომზადებულ კანონპროექტებს ორშაბათს, 24 მაისს შეიტანს.

„გირჩს“ გვაქვს ინიციატივა და ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც ვთხოვთ მხარდაჭერას. კანონპროექტს მოვამზადებთ და ორშაბათს შევიტანთ. გვინდა, რომ ისევე როგორც ახლა ვღებულობთ კანონს 20 ივნისის ამნისტიაზე, ზუსტად იგივე გავაკეთოთ 7 ნოემბრისა და 26 მაისთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, ზუსტად იმავე სულისკვეთება, რაც არის „ქარული ოცნების“ კანონპროექტი 20 ივნისთან დაკავშირებით, მსგავს კანონპროექტს მოვამზადებთ ამ ორ თარიღთან დაკავშირებით. ამის მიზანია შერიგება. შარლ მიშელის შეთანხმების მიზანია შერიგება და ამ შერიგებისთვის აუცილებელია ასევე, რომ ჩვენ უფრო შორს წავიდეთ, მოვაწესრიგოთ ამავე სულისკვეთებით ისეთი თარიღები, რომელიც ასევე გვაწუხებს და ფაქტობრივად, არ გვაძლევს მოსვენებას, როგორც 20 ივნისი. ამ პროცესის დამთავრება თუ გვინდა, ყველა ასეთ თარიღთან დაკავშირებით უნდა დავამთავროთ, რომელიც რეალურად პრობლემაა ამ ქვეყნისთვის და ვერ ვაბიჯებთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დატოვე კომენტარი